ანონსები
11 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტი YOCOCU „Youth in Conservation of Cultural Heritage” თან და კალაბრის უნივერსიტეტთან თანაშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. YOCOCU წარმოადგენს პან-ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 2008 წელს და ორიენტირებულია პროფესიონალ არქეოლოგებს, კონსერვატორებს, ხელოვანებს, ისტორიკოსებსა და რესტავრატორებს შორის ახალი კავშირის აგებაზე. ორგანიზაციის ძლიერ მხარეს საველე და ლაბორატორიულ საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობა წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება პრეზენტაცია სადაც განხილული იქნება “Youth in Conservation of Cultural Heritage”- ს არსი, მიზნები და სამომავლო პერსპექტივები.
„Youth in Conservation of Cultural Heritage” ყოველ ორ წელიწადში შემაჯამებელ კონფერენციას მართავს ევროპულ ქალაქებში (მადრიდი, ანტვერპენი,ბაქო, რომი,პალერმო,მატერა), სადაც სამომავლო გეგმები და შესრულებული დავალებები განიხილება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ღონისძიების მასპინძელ უნივერსიტეტად საქართველოს უნივერსიტეტი დასახელდა.
თარიღი: 11.04.2018
დრო: 11:30
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია 116, კოსტავას 77ა